როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართება ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩი, სადაც "სევილია" შინ "ბარსელონას" უმასპინძლებს.
გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს Sport-ის მიხედვით:
"სევილია": ბონო, ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, ესკუდერო, ჟორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი, მუნირი, ენ-ნესირი, პაპუ გომესი
"ბარსელონა": ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, არაუხო, ალბა, დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი
დღევანდელი ჯახი თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.