მესის სუპერკონტრაქტი არ მოუთხოვია - რა მოხდა 4 წლის წინ

მესის სუპერკონტრაქტი არ მოუთხოვია - რა მოხდა 4 წლის წინ

ლეო მესის არ მოუთხოვია თავის ამჟამინდელ კონტრაქტში ამდენი დამატებითი მუხლის შეტანა, - იტყობინება Marca.

წყაროს თანახმად, "ბარსელონას" მაშინდელი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ იყო ის პიროვნება, რომელმაც ლიონელს 555 მილიონი ევროს ღირებულების, 4 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.

მოგეხსენებათ, რომ "ლა პულგას" ხსენებული კონტრაქტი ივლისში ეწურება და იგი თავისუფალი აგენტი ხდება.

მადრიდული გამოცემა წერს, რომ ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელი ახალი პრეზიდენტისგან ძლიერ პროექტს ელოდება და ფულს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

უფრო მეტიც, მესის სურს კიდეც "კამპ ნოუზე" დარჩენა და საკითხის განსახილველად მზადაა, თუმცა გუნდის დატოვების შესაძლებლობა ჯერ გამორიცხული მაინც არ არის.

1 თვის წინ
165 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ