1 წლის და 2 თვის წინ
კოპა დელ რეის "კლასიკოების" ჩატარების დრო და თარიღი ცნობილია
კოპა დელ რეის "კლასიკოების" ჩატარების დრო და თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, კოპა დელ რეის ნახევარფინალში "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

დღეს კატალონიურ-მადრიდული მატჩების ჩატარების დრო და თარიღი გამოცხადდა.

პირველ შეხვედრას "სანტიაგო ბერნაბეუ" უმასპინძლებს და იგი 2 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. განმეორებითი შეხვედრა კი, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართება, სტარტს 5 აპრილს, კვლავ 23:55 საათზე აიღებს.

ორმატჩიანი შერკინება შედარებით ადრე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შეხვედრების გამართვა "რეალის" მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე მონაწილეობამ განაპირობა.

სხვათა შორის, ამ ორი მატჩის შუალედში ჩანიშნულია ლა ლიგის "კლასიკოც" - მას გუნდები 19 მარტს ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალური წყვილი ბილბაოს "ატლეტიკისა" და პამპლონის "ოსასუნასგან" შედგება.

ესპანეთის სამეფო თასი "ბარსელონას" 31-ჯერ აქვს მოგებული. ბოლოს იგი გუნდმა 2021 წელს აღმართა.


Facebook კომენტარები