logo

ვიდალისთვის ბრძოლაში მორიგი გრანდი ერთვება

ვიდალისთვის ბრძოლაში მორიგი გრანდი ერთვება

 როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ჩილელი ნახევარმცველით, არტურო ვიდალით მილანის "ინტერი" აქტიურადაა დაინტერესებული. გავრცელებული ცნობების თანახმად, "ნერაძურის" თავკაც ანტონიო კონტეს ძალიან სურს კვლავ ჩილელთან ერთად მუშაობა, ამიტომ ხელმძღვანელობას მოქმედებისკენ მოუწოდებს.

 ახლა კი directv chile-მ გვამცნო, რომ ვიდალისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთვება. წყაროს თანახმად, "წითელი ეშმაკები" 20 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან.

 შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ბლაუგრანა" ჩილელის სეზონის დასრულებამდე გაშვებას არ აპირებს.

8 თვის წინ
745 / 1
ირაკლი ხასაია
user
SHOTAMESSI10 ვიდალი არ წავა
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 486
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ