"ბეტისი" - "ბარსელონას" მთავარი მსაჯი დაისაჯა

"ბეტისი" - "ბარსელონას" მთავარი მსაჯი დაისაჯა

"ბეტისსა" და "ბარსელონას" შორის გასულ კვირადღეს გამართული მატჩი სკანდალური გამოდგა, რაც მთავარი არბიტრის, სანჩეს მარტინესის შეცდომების დამსახურებაა.

რეფერისადმი პრეტენზიები ჰქონდათ როგორც "ბლაუგრანას", ასევე ანდალუსიური გუნდის ფეხბურთელებსაც.

მარტინესმა აშკარა პენალტი არ დადო იმ ეპიზოდში, როცა ლიონელ მესის მარკ ბარტრა მაისურზე ჩამოეკიდა. გარდა ამისა, თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეიძლებოდა პირველ ტაიმშიც, როდესაც კლემან ლენგლეს მეტოქემ თავში მოარტყა ფეხი.

სევილიელების აზრით კი მარტინესმა აშკარად დაინდო სერხი რობერტო, როცა ის მეორე ყვითელი ბარათით არ დასაჯა და არ გააძევა.

ამ საჩივრების გამო, ლა ლიგამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრიმერას მომდევნო ტურში ახალგაზრდა არბიტრი ვერცერთ შეხვედრას ვერ იმსაჯებს.

9 თვის წინ
6154 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 234
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ