2 წლის და 10 თვის წინ
აგენტთან შეხვედრა ჩაინიშნა - ეს 6 ფეხბურთელს ეხება
აგენტთან შეხვედრა ჩაინიშნა - ეს 6 ფეხბურთელს ეხება

SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" პორტუგალიელ აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან შეხვედრა ჩანიშნა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას და მენდეშს კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. ლაპორტას რამდენიმე ფეხბურთელის მომავლის განხილვა სურს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ანსუ ფატის მომავალი იქნება. ახალგაზრდა თავდამსხმელს წასვლა არ უნდა, "ბარსა" კი იმედოვნებს, რომ აგენტი მისი აზრის შეცვლას მოახერხებს.

მენდეში "ბლაუგრანას" ასევე დაელაპარაკება რუბენ ნევეშის შესახებაც, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი შეთანხმებული აქვს, მაგრამ ჩავის ტრანსფერის განხორციელება არ სურს.

მხარეებმა შეიძლება ისაუბრონ ბერნარდუ სილვას მომავალზეც.

შეხვედრაზე განხილული იქნება ლამინე იამალისა და ალეხანდრო ბალდეს ახალი კონტრაქტებიც. გარდა ამისა, ნიკო გონსალესის მომავალიც.


Facebook კომენტარები