Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა ფერნანდო პოლომ შემოგვთავაზა 5 მიზეზი, რატომაც "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" გერმანელი ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის დამატებას ესწრაფვის:
1. ილქაი თავისუფალი აგენტია და კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს. ოქტომბერში ის 33 წლის ხდება, რაც ნიშნავს, რომ ხელმოწერის ბონუსად დიდ თანხას ვერ მოითხოვს.
2. უნივერსალურობა - შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე თამაში.
3. გარემარბებისა და ცენტრფორვარდის გადამწყვეტი პასით მომარაგების უნარი - როცა პედრი ტრავმირებული იყო, ეს "ბარსელონას" ძალიან აკლდა.
4. გოლის გატანის ნიჭი
5. უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ჟურნალისტ როხერ ტორელოს ინფორმაციით, კატალონიურ გრანდში გიუნდოგანის პასუხს დღეს ელოდებიან.
თუ გერმანელი "ბარსაში" თამაშზე თანახმა იქნება, ლა ლიგაში მისი რეგისტრაცია დაუყონებლივ მოხდება. ამისთვის "ლურჯ-ბროწეულისფერნი" უკვე მოემზადნენ.