2 წლის და 8 თვის წინ
სამიზნე "ბარსელონასადმი" ინტერესს კარგავს
ავტორი
Aa
სოფიან ამრაბატის წარმომადგენლები თანდათან იმედს კარგავენ, რომ ნახევარმცველი ოდესმე "ბარსელონაში" ითამაშებს, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი როხერ ტორელო.
აშრაფ ბენ აიდის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" მაროკოელი ფეხბურთელის ტრანსფერის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი არაფერი მოუქმედებია.
Diario SPORT-ი კატალონიური გრანდის პასიურობის მიზეზად სოფიანის ღირებულებას ასახელებს. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 30 მილიონი ევრო ეძვირებათ.
"ფიორენტინას" შუახაზელს ახლა სხვა კლუბებს სთავაზობენ. გაიჟღერა "ჩელსისა" და "ნიუკასლის" სახელებმა.
როგორც ჩანს, "ბარსას" პრიორიტეტები მარტინ ზუბიმენდი და იოზუა კიმიხი არიან.
გასულ სეზონში ამრაბატმა "იების" მაისური 49 მატჩში მოირგო და 1 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი