1 წლის და 5 თვის წინ
"არ ვფიქრობ, რომ მომავალ მუნდიალზე მონაწილეობას მივიღებ" - მესის ინტერვიუ
"არ ვფიქრობ, რომ მომავალ მუნდიალზე მონაწილეობას მივიღებ" - მესის ინტერვიუ
ავტორი
Aa

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს არგენტინელის ინტერვიუდან.

"ვარ თუ არა გუარდიოლასთან კონტაქტში? დიახ. ის მსოფლიოს საუკეთესო მწრთვნელია და ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა.

"თანაგუნდელები, რომლებთანაც პასები და ბურთის გათამაშება მსიამოვნებდა? სუარესი, ჩავი, ნეიმარი, ეტოო..

"გავხდები თუ არა მომავალში მწრთვნელი? ამ დროისთვის ეს არ მსურს. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, შევცვლი თუ არა აზრს.

"ოქროს ბურთი? თუ მას მოვიგებ კარგი იქნება, თუ არადა არაფერი შეიცვლება.

"ბევრჯერ მითქვამს, რომ ინდივიდუალური ჯილდოები ჩემთვის მთავარი არაა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო მსოფლიოს ჩემპიონატია.

"არ ვფიქრობ, რომ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მივიღებ. ამაზე აზრი არ შემიცვლია. მსურს, იქ საყურებლად ვიყო, მაგრამ არ ვაპირებ მონაწილეობას.

"მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით.

"მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონაში" არ ვიყავი, კამ პნოუზე შეკრებილი ფანები ჩემს სახელს სკანდირებდნენ. ეს ცოტა უცნაური, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნო იყო. ამ კლუბში ბევრი წელი გავატარე და გუნდთან ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს", - თქვა არგენტინელმა.


Facebook კომენტარები