როგორც ჩანს, ხავიერ ტებასი და ლა ლიგა "ბარსელონას" მშვიდად ყოფნის საშუალებას უბრალოდ არ აძლევს.
ესპანეთის ჩემპიონატი დღეს უზენაესმა სასამართლომ დაავალდებულა, რომ "ბლაუგრანას" 18 წლის ნახევარმცველი პაბლო გავის ახალი კონტრაქტი დაარეგისტრიროს.
GOL-ის ჟურნალისტ სიკე როდრიგესის თანახმად, ლა ლიგა ჯერჯერობით ეგუება ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მომავალში მის გასაჩივრებას გეგმავს.
მიუხედავად ამისა, პრიმერას ოფიციალურ ვებსაიტზე უკვე გამოჩნდა ნიშნები, რომ პაბლო ძირითად გუნდში ჩაირიცხება.
ლა ლიგის ოფიციალურ ვებსაიტზე გავი ახლა საერთოდ აღარ იძებნება. არადა, იგი 30-ნომრიანი მაისურით იყო რეგისტრირებული. ახლა ყველა ელოდება, რომ ესპანელი ვარსკვლავი 6 ნომერს ჩაიბარებს.
ჩავი მიგელის ინფორმაციით, "ბარსას" თავკაცი, ჩავი ერნანდესი "რეალ ბეტისთან" გასამართი მატჩის განაცხადის გამოქვეყნებას განგებ აჭიანურებს, რათა გავი მასში ძირითადი გუნდის ფეხბურთელის სტატუსით შეიყვანოს.