1 წლის და 5 თვის წინ
კიმიხს იმედი გაუცრუვდა - "ბარსას" პასიურობის ამბავი
კიმიხს იმედი გაუცრუვდა - "ბარსას" პასიურობის ამბავი

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა ფერან მარტინესმა მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი ნახევარმცველის, იოზუა კიმიხისა და "ბარსელონას" შესაძლო კავშირის შესახებ დაწერა.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" "რეკორდმაისტერს" დაუკავშირდა, რათა 28 წლის ვარსკვლავისადმი საკუთარი ინტერესი დაედასტურებინა, მაგრამ ბავარიელებმა ფეხბურთელის გაშვებაზე უარი განაცხადეს.

მარტინესი გვამცნობს, რომ კიმიხი "ბარსასგან" ოფიციალურ შეთავაზებას ელოდა, რათა "ბაიერნი" ამ გზით მოექცია წნეხში.

იოზუას მოლოდინი არ გამართლდა - კატალონიიდან ოფიციალური წინადადება არ მოვიდა.

ასე და ამგვარად, კიმიხის "კამპ ნოუზე" გადაბარგების შანსი ახლა საკმაოდ დაბალია. ამის მიზეზებად როგორც "ბაიერნის" მტკიცე პოზიცია, ასევე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პასიურობა უნდა განვიხილოთ.

2022/2023 წლების სეზონი გერმანელმა ფეხბურთელმა 7 გოლითა და 11 ასისტით დახურა.


Facebook კომენტარები