2 წლის და 10 თვის წინ
ვის მოიყვანს "ბარსა", თუ კუნდე წავა - 2 ვარიანტი
ვის მოიყვანს "ბარსა", თუ კუნდე წავა - 2 ვარიანტი

ესპანურმა Relevo-მ "ბარსელონას" ფრანგი მცველის, ჟიულ კუნდეს მომავლის შესახებ გაავრცელა ახალი ცნობები.

წყაროს თანახმად, კუნდეს წასვლა ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ მას გამორიცხული არ ეთქმის.

იმ შემთხვევაში, თუ 23 წლის უკანახაზელი გუნდს დატოვებს, მის ჩამნაცვლებლებად ბენჟამინ პავარსა (ბაიერნი) და ჯერემი ფრიმპონგს (ლევერკუზენი) განიხილავენ.

კუნდეს შესაძლო წასვლის თაობაზე ცნობები რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. დაიწერა, რომ ჟიულს მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში აღარ სურდა.

ამ ამბავს მოგვიანებით თავად ფეხბურთელი გამოეხმაურა და მას სიცრუე უწოდა.


Facebook კომენტარები