როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა მარჯვენა მცველის დამატება იქნება.
ესპანურმა გამოცემა SPORT-მა დღეს "ბლაუგრანას" ორი ახალი სამიზნის შესახებ გვამცნო.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" თვალი ლუტსჰარელ გერტრუიდასა (ფეინოორდი) და ივან ფრესნედას (რეალ ვალიადოლიდი) დაადგეს.
ფრესნედათი "ბორუსია დორტმუნდი" და "არსენალიც" ინტერესდებიან, ამიტომ მისი გადაბირება მარტივი არ იქნება, მაგრამ, თუ SPORT-ს დავუჯერებთ, როცა ივანმა "ბარსას" ინტერესზე შეიტყო, გერმანულ კლუბთან მიმდინარე მოლაპარაკებები გააჩერა.
წინსვლაა გერტრუიდასთან დაკავშირებითაც. ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბლაუგრანა" 10 + 5 მილიონ ევროს გადაიხდის.
"ბარსელონაში" უკვე იციან, რომ მარჯვენა მცველი მათ რიგებში გადაბარგებაზე თანახმაა. შეთავაზებას ელოდება თავად როტერდამული კლუბიც.