logo

უცნობი ისტორია - მესი "რეალში" თამაშთან ძალიან ახლოს იყო

უცნობი ისტორია - მესი "რეალში" თამაშთან ძალიან ახლოს იყო

ლიონელ მესის ბიოგრაფიის ავტორმა ლუკა კალიოლიმ "ბარსელონას" ათიანის ყოფილ წარმომადგენელ ჰორაციო გაჯიოლისთან და "ბლაუგრანას" ბორდის ექსწევრ ჩარლეს რექსაჩთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მათ სთხოვა იმ მოლაპარაკებების გახსენება, რომლის შემდეგაც ლეომ პირველი კონტრაქტი გააფორმა კატალონიელებთან.

"ჩარლესს ვუთხარი: ყველაფერი ძალიან შორს წავიდა. ბიჭს ან ათამაშებთ, ან სხვაგან წავა. "რეალთან" მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ." - გაიხსენა გაჯიოლიმ.

"ისინი მე არ მენდობოდნენ. არ ენდობოდნენ არც "ბარსელონას". მათ სურდათ დაწერილი შეთანხმება, რომელიც მოლაპარაკებებს დაასრულებდა.

ვიცოდი, რომ მესი ხელიდან არ უნდა გამეშვა, ამიტომ ქაღალდის ხელსახოცზე დავწერე კლუბის დაპირება. ხელი მოვაწერე და მათ გადავეცი." - გაიხსენა რექსაჩმა.



8 თვის წინ
805 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 859
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ