1 წლის და 10 თვის წინ
3-დან 1-ის შანსი ჯერ კიდევ არის - რას ველოდოთ უახლოეს საათებში
3-დან 1-ის შანსი ჯერ კიდევ არის - რას ველოდოთ უახლოეს საათებში

იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "ბარსელონა" "ლოს ანჯელეს გელექსიდან" მარჯვენა მცველის, ხულიან არაუხოს გადაბირებასთან ახლოსაა.

წყაროს თანახმად, კატალონიელებსა და კალიფორნიელებს შორის შეთანხმების მიღწევა თითქმის გარდაუვალია.

23 წლის მექსიკელს "ბარსასთან" კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია და ახლა "გელექსის" დასტურს ელოდება.

როგორც ჩანს, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "ბლაუგრანამ" შეიძლება სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში დაიმატოს, სწორედ არაუხოა, რადგან სხვა სამიზნეებთან მიმართებაში აქტიურობა აღარ შეინიშნება.

ბევრი ეცადა სოფიან ამრაბატი "ფიორენტინადან" "ბარსაში" გადასვლას, მაგრამ კლუბმა მას ამის ნება არ მისცა. 

ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, "ფიორეს" პრეზიდენტი მაროკოელს იანვრის დასაწყისში შეჰპირდა, რომ თუ რომელიმე კლუბი მის იჯარის წესით + გამოსყიდვის უფლებით წაყვანას მოისურვებდა, ამის ნებას მისცემდა, მაგრამ როცა საქმეში "ბარსელონა" ზუსტად ასეთი შეთავაზებით გამოჩნდა, "იებმა" თავიანთ სიტყვას უღალატეს.

26 წლის ნახევარმცველი ახლა გულგატეხილია, თუმცა "ბლაუგრანა" მას ზაფხულში აუცილებლად მიუბრუნდება.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც დღეს "ლურჯ-ბროწეულისფერთ" სერიოზულად დაუკავშირეს, ენტონი ელანგა გახლდათ. უსმან დემბელეს ტრავმიდან გამომდინარე, გარემარბის დამატება "ბარსასგან" ლოგიკური ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მატეო მორეტომ უკვე გვამცნო, რომ შვედი შემტევის "კამპ ნოუზე" ტრანსფერი არ შედგება.


Facebook კომენტარები