3 წლის და 2 თვის წინ
გავი მესის გზას გადის - მათ საერთო "მტერი" ჰყავდათ
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგამ დღეს პაბლო გავი "ბარსელონას" ძირითად გუნდში დაარეგისტრირა.
ამის გაკეთება ლა ლიგის ხელმძღვანელობას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ აიძულა.
ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი გვპირდება, რომ გავის რეგისტრაციის გასაუქმებლად ყველაფერს გააკეთებს.
"ლა ლიგის წინააღმდეგ მიღებული ზომების გამო, რომელმაც ყურად არ მიიღო ლა ლიგის პოზიცია, ჩვენ გავასაჩივრებთ და შევეწინააღმდეგებით გავის რეგისტრაციას.
ვნახოთ, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი," - თქვა ტებასმა.
სხვათა შორის, სწორედ ტებასი იყო ის ადამიანი, რომელმაც 2004 წელს ყველაფერი გააკეთა, რათა "ბარსელონას" ლეო მესი არ დაერეგისტრირებინა.
იმედი ვიქონიოთ, რომ 30-ნომრიანი მაისურით სტარტი და ტებასის წინააღმდეგობა არ იქნება ერთადერთი მსგავსება გავისა და მესის კარიერაში.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი