1 წლის და 5 თვის წინ
ჩავის არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი მოსწონს
ჩავის არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი მოსწონს

Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის კიდევ ერთი სურვილის შესახებ გვამცნო.

გამოცემა იუწყება, რომ გარდა საყრდენი ნახევარმცველისა და ილქაი გიუნდოგანისა, "მაესტრომ" ისეთი შემტევი ნახევარმცველის დამატებაც მოითხოვა, რომელსაც საკვანძო პასის გაკეთება კარგად შეეძლება.

43 წლის სპეციალისტი შედარებით დაბალი ფასის ვარიანტითაც კმაყოფილი იქნება, თუ იგი რობერტ ლევანდოვსკის მოედნის ცენტრიდან გაჭრილი გადაცემებით დაეხმარება.

წყარომ ერთ-ერთი კანდიდატიც დაასახელა.

საუბარია ესპანური "ვილიარელისა" და არგენტინის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველზე, ჯოვანი ლო სელსოზე, რომელიც ჩავის ძალიან მოსწონს.

გასულ სეზონში ჯოვანიმ 29 მატჩი ჩაატარა. მან თავი 2 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. ლო სელსოს "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები