3 წლის და 4 თვის წინ
პედრიში დიდ ფულს იხდიდნენ - უცნობი ამბავი
ავტორი
Aa
რამდენიმე თვის წინ, "პარი სენ-ჟერმენმა" "ბარსელონადან" პედრი გონსალესის წაყვანა სცადა, - იუწყება Culemania.
წყაროს თანახმად, პარიზულმა კლუბმა "ბლაუგრანას" საიდუმლო შეთავაზება გაუგზავნა, რომლის ღირებულებაც 100 მილიონი ევრო გახლდათ.
"ბარსამ" წინადადება დაუყონებლივ უარყო. კატალონიელებმა ხაზი გაუსვეს, რომ 20 წლის ნახევარმცველი ხელშეუხებელია.
"პსჟ-ს" უფროსობას ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება აქვს განზრახული, საამისოდ კი პედრი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, პარიზელთა მცდელობა ამაო გამოდგა.
მოარული ხმების თანახმად, მსგავსი შეთავაზებები "ბარსელონამ" რონალდ არაუხოსა და პაბლო გავის თაობაზეც მიიღო. რა თქმა უნდა, ისინიც უარით იქნა გასტუმრებული.
გასული სეზონი პედრიმ 7 გოლითა და 1 ასისტით დახურა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი