2 წლის და 10 თვის წინ
ცნობილია - რა თანხად დათმობს "ბარსელონა" ფრანკ კესის
ავტორი
Aa
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის, ფრანკ კესის კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მედიაში აქტიურად წერენ.
როგორც გამოცემა "Sport"-ი იტყობინება, "ბლაუგრანამ" დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდაც კატალონიელები კოტ-დ’ივუარელს შეელევიან.
საუბარია 35 მილიონ ევროზე და ამაზე ნაკლებად "ლურჯ-ბროწეულისფერები" კესის დათმობას არ აპირებენ.
რაც შეეხება მის კონტრაქტს, 26 წლის ნახევარმცველს კატალონიელბთან ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება.
ცნობისთვის, კესიმ გასულ სეზონში "ბარსას" მაისური 43 მატჩში მოირგო და თავი 3 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები