3 წლის წინ
ოფიციალურად: ჰექტორ ბელერინი "სპორტინგის" ფეხბურთელია
ავტორი
Aa
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰექტორ ბელერინი ლისაბონის "სპორტინგში" ითამაშებს.
პორტუგალიურ გუნდთან 26 წლის მარჯვენა მცველმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
"ბარსელონას" განცხადების თანახმად, ჰექტორმა კლუბი პერმანენტული ტრანსფერით დატოვა. სატრანსფერო თანხა არ სახელდება, მაგრამ ესპანური გამოცემები ვარაუდობენ, რომ "სპორტინგმა" ესპანელში 1 მილიონი ევრო გადაუხადა.
გარიგებაში ჩაიწერა 2 მილიონი ევროს ბონუსებიც.
ჰექტორი "ბარსას" გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით მან 7 მატჩი ჩაატარა და თავი ვერაფრით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი