logo

ვის დააწინაურებს ვალვერდე ტოდიბოს წასვლის შემთხვევაში?

ვის დააწინაურებს ვალვერდე ტოდიბოს წასვლის შემთხვევაში?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო, ახლოსაა კლუბის დატოვებასთან. Diario Sport-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ერნესტო ვალვერდემ ფრანგის წასვლის შემთხვევაში ძირითად გუნდში "ბარსელონა" B-ს უკანახაზელი, რონალდ არაუხო, დააწინაუროს. 


21 წლის ურუგვაელი მცველი სარეზერვო გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. დაცვაში კარგი თამაშის გარდა, ის შეტევაშიც მშვენივრად გამოიყურება. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 15 შეხვედრაში  3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.


არაუხო მიმდინარე სეზონში 3-ჯერ იყო გამოძახებული "ბლაუგრანას" პირველ გუნდში და "სევილიას" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაშიც მოხვდა, მაგრამ 87-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

2 თვის წინ
257 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 722
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ