3 წლის და 2 თვის წინ
"ბარსას" ლეგენდა “ინტერ მაიამის” უახლოვდება
"ბარსას" ლეგენდა “ინტერ მაიამის” უახლოვდება

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში “ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჟორდი ალბამ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟორდი ალბა “ინტერ მაიამიში” გადასვლას უახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ გუნდში 34 წლის ესპანელი მოთამაშის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ლეო მესი ასპარეზობს, რომლის დაბრუნებაც “ბარსელონამ” ვერ მოახერხა.

ცნობისთვის, “ინტერ მაიამი” სერჟიო ბუსკეტსისა და ლუის სუარესის დამატება საც შეეცდება.


Facebook კომენტარები