Sport; ის ახალი პროექტის ნაწილი არ არის - ვინ დატოვებს ზაფხულში "ბარსას"

Sport; ის ახალი პროექტის ნაწილი არ არის - ვინ დატოვებს ზაფხულში "ბარსას"

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის "ბარსელონას" ქომაგებს ფილიპე კოუტინიოს ათამაშების დიდი იმედი ჰქონდათ, ბრაზილიელის კარიერა ვერც "ბაიერნში" გატარებული ერთი წლის შემდეგ აეწყო.

ესპანური გამოცემის "Sport"-ის ცნობით, "ბლაუგრანა" კოუს გარემოცვას დაუკავშირდა და უთხრა, რომ კლუბის დატოვების გზები ეძიონ.

როგორც ირკვევა, ფილიპე "ბარსას" ახალი პროექტის ნაწილი არ არის. შესაბამისად, უდიდესი ალბათობით, იგი ზაფხულში გუნდს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კოუტინიო მძიმე ტრავმას იშუშებს, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გვინახავს.

7 თვის წინ
696 / 0
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ