3 წლის და 4 თვის წინ
"ბარსა" სამიზნეს შორდება - მიზეზი ჩავის გადაწყვეტილებაა
ავტორი
Aa
Diario SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" ბელგიელ გარემარბს, იანიკ კარასკოს უფრო და უფრო შორდება.
წყარო ამის მიზეზად "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას ასახელებს.
ესპანურ პრესაში დღეს გაჟღერდა, რომ ჩავი ერნანდესმა გუნდში აბდე ეზალზულის შენარჩუნება გადაწყვიტა. აბდეც და კარასკოც მარცხენა გარემარბები არიან. მაშასადამე, მაროკოელის დატოვება ნიშნავს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 27 წლის შემტევს აღარ დაიმატებენ.
არადა, კატალონიელებს კარასკოს გამოსყიდვის უფლება აქვთ. სავარაუდო თანხად 15-16 მილიონი ევრო სახელდება.
რაც შეეხება აბდეს, გასული სეზონი მან იჯარით "ოსასუნაში" გაატარა. პამპლონელთა მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში ეზალზულმა 6 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი