"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს, საამისოდ კი კლუბს სახელფასო განაკვეთის შემცირება სჭირდება. სხვანაირად, კლუბი ახალწვეულების დარეგისტრირებას უბრალოდ ვერ მოახერხებს.
ესპანური SPORT იუწყება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ახლა შემდეგი 5 ფეხბურთელის გაშვებაზე მუშაობენ:
სამუელ უმტიტი - 20 მილიონი ევრო
კლემან ლანგლე - 16 მილიონი ევრო
სერჟინიო დესტი - 10 მილიონი ევრო
ალექს კოლადო & გუსტავო მაია - 4.5 მილიონი ევრო
იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანა" ხუთივეს გასხვისებას შეძლებს, სახელფასო განაკვეთში დაახლოებით 51 მილიონი ევრო გამოთავისუფლდება.
ლანგლემ და უმტიტიმ შეიძლება მომდევნო კვირის დასაწყისშივე დაგვტოვონ, რადგან მათ რამდენიმე ევროპული გუნდი ჰყავთ მსურველებად. რაც შეეხებათ დანარჩენ სამს, მათთვის ახალი კლუბების მოძებნა რთული იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ განაკვეთში ფრანგი მცველების წილი გაცილებით დიდია.