3 წლის და 4 თვის წინ
ცნობილია - რამდენი მილიონი ევროთი ახეირებს "ბარსას" ტოდიბო
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ზაფხულში გაუთვალისწინებელ შემოსავალს მიიღებს, თუ ჟან-კლერ ტოდიბო "ნიცას" დატოვებს.
ფრანგი ცენტრალური მცველი "ნიცას" 2021 წელს, იქ იჯარის წესით გატარებული ერთი სეზონის შემდეგ შეუერთდა. ზღვისპირელებმა "ბლაუგრანას" 8.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
შეთანხმებაში ჩაიდო, რომ ტოდიბოს შემდეგი ტრანსფერიდან, თანხის 20% კატალონიურ გრანდს ებოძებოდა.
ეს პუნქტი შეიძლება სწორედ წლევანდელ ზაფხულს გააქტირუდეს, რადგან 23 წლის უკანახაზელს მსურველები მრავლად ჰყავს.
ჟან-კლერს აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს". "წითელმა ეშმაკებმა" დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად 45 მილიონი უნდა დახარჯონ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსას" წილი 9 მილიონი ევრო იქნება.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ტოდიბომ 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი