"ბარსელონას" მთავარი სამიზნის ერლინგ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა და მისი მამა კატალონიაში იმყოფებიან, იტყობინება "Sport".
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც, რომელიც ასევე "Sport"-ზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის მინო კატალონიაშია.
მისივე თქმით, რაიოლა გასულ დღეებში "ბორუსიას" წარმომადგენლებსაც შეხვდა.
თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, დღეს პირველი აპრილია და შესაბამისად, არ გამოვრიცხოთ, რომ ეს ამბავი გამოგონილი იყოს.