ცნობილია: რას ფიქრობს მესი ჰოლანდის ტრანსფერზე

ცნობილია: რას ფიქრობს მესი ჰოლანდის ტრანსფერზე

"ბარსელონას" კაპიტანს, ლეო მესის ერლინგ ჰოლანდის გვერდით სურს თამაში, - იტყობინება El Chiringuito TV.

წყაროს თანახმად, ამის შესახებ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ნორვეგიელის აგენტს, მინო რაიოლას გუშინ გამართულ შეხვედრაზე აცნობა.

სასხვათაშორისოდ, Tribuna.com აღნიშნავს, რომ  El Chiringuito მადრიდის "რეალზე" ორიენტირებული მედია-საშუალებაა, რაც ამ ცნობის სანდოობას ამცირებს.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მმართველი გუშინ არა მარტო რაიოლას, არამედ ერლინგის მამასაც შეხვდა

ბოლო ინფორმაციის მიხედვით, 20 წლის თავდამსხმელის ღირებულება ახლა 150 მილიონი ევროა.

2 კვირის წინ
3363 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ