1 წლის და 5 თვის წინ
"ეს უაზრობაა" - ლევანდოვსკის მესის საგა გაახსენეს
"ეს უაზრობაა" - ლევანდოვსკის მესის საგა გაახსენეს

"ბარსელონას" 34 წლის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონურ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ცხრიანს კომენტარის გაკეთება სთხოვეს, ლიონელ მესის საგა გახლდათ.

"ბარსელონაზე" ინფორმაციებზე მიდევნება რთულია. მათ ხშირად ის გაზეთები იგონებენ, რომლებიც საჭიროდ თვლიან, დაწერონ კარგი ან ცუდი რამეები "ბარსელონას" შესახებ. როგორც იცით, თანამედროვე მედია ყველაფერს იტაცებს, ამიტომ მასზე დაყრდნობას აზრი არ აქვს.

როცა მინდოდა რამის გაგება, ვიცოდი, ვისთვის დამერეკა. ასე ვიგებდი, როგორი იყო სიტუაცია და შანსები. ფეხბურთელისთვის ამ ინფორმაციების მოგროვება მარტივი არაა, რამეთუ ეს არის ის საკითხი, რომელზეც მან უნდა ინერვიულოს.

უაზრობაა ენდო იმ ინფორმაციას, რომელიც ერთ დღეს გეუბნება, რომ ტრანსფერის შანსი 90%-ია, მეორე დღეს კი - 10%," - თქვა ლევანდოვსკიმ.

მიხვდებოდით, რომ ბოლოს რობერტმა კბილი ცნობილ ჟურნალისტს, ჟერარ რომეროს გაკრა. სწორედ რომერო იყო ის პიროვნება, რომელიც მთელ საფეხბურთო სამყაროს მესის "ბლაუგრანაში" დაბრუნების გარდაუვლობაში არწმუნებდა, თუმცა ყველამ ვნახეთ, ეს როგორც დამთავრდა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი "ინტერ მაიამის" შეუერთდა.


Facebook კომენტარები