1 წლის და 5 თვის წინ
ჩავი მას "ბარსაში" ვერასდროს ხედავდა - სამიზნის ამბავი
ჩავი მას "ბარსაში" ვერასდროს ხედავდა - სამიზნის ამბავი

საფეხბურთო პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბულ "ალ ჰილალს" "ვულვერჰემპტონის" პორტუგალიელი ნახევარმცველი, რუბენ ნევეში მიჰყავს.

ფაბრიციო რომანოს თუ დავუჯერებთ, არაბები 26 წლის ფეხბურთელში 55 მილიონ ევროს გადაიხდიან. შეთანხმება უკვე მიღწეულია და ოფიციალურად მას სულ მალე დაადასტურებენ.

ეს ამბავი განსაკუთრებით საყურადღებო "ბარსელონას" ქომაგებისთვისაა, რადგან ნევეშს კატალონიურ გრანდს დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ.

ვიცოდით ისიც, რომ რუბენს "ბარსასთან" კონტრაქტი შეთანხმებულიც კი ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, პორტუგალიელმა "ბლაუგრანასთვის" დალოდება აღარ მოისურვა. ამის მიზეზი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის პოზიციაა.

ალფრედ მარტინესის თქმით, ჩავი ნევეშს "ბარსაში" ვერასდროს ხედავდა.

43 წლის სპეციალისტის აზრით, "ვულვზის" ფეხბურთელს ფრენკი დე იონგის მახასიათებლები ჰქონდა, ჩავი კი სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს. აქედან გამომდინარე, რუბენი მისთვის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა.

აქვე გეტყვით, რომ ჩავის "ბარსელონას" ხელმძღვანელობის მიერ მარტინ ზუბიმენდის ან იოზუა კიმიხის ტრანსფერის გაჩარხვა უნდა.


Facebook კომენტარები