4 ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსაში" მესის შეცვლა შეუძლია

4 ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსაში" მესის შეცვლა შეუძლია

ცნობილმა საფეხბურთო საიტმა, 101greatgoals.com-მა შემოგვთავაზა სტატია, სადაც საუბარია იმ 4 ფეხბურთელზე, რომლებზეც "ბარსელონამ" აუცილებლად უნდა იფიქროს, თუ გუნდს ლეო მესი დატოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა არგენტინელის "ბლაუგრადან" წასვლის შანსები ძალიან დაბალია, მაინც საინტერესოა, თუ ვის მოიაზრებენ "ლა პულგას" სავარაუდო მემკვიდრედ:

1.მუჰამედ სალაჰი

რა თქმა უნდა, მესის ვერ დავარქმევთ ნომინალურ მარჯვენა გარემარბს, თუმცა მისი თამაში ამ პოზიციაზეც გვინახავს.

მაგრამ ამ ტიპის ფეხბურთელი ბოლომდე არც სალაჰია, რადგან იგი ხშირად ცენტრფორვარდადაც გვევლინება ხოლმე.

ლეოს მსგავსად, მოსაც თანაბრად შეუძლია გოლის გატანაც და საგოლე შანსების შექმნაც, რაც "ლივერპულში" კარგად ჩანს.

ბოლო სეზონების მანძილზე, 28 წლის ფეხბურთელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური შემტევია:

2017/18 - 44 გოლი, 16 ასისტი

2018/19 - 27 გოლი, 12 ასისტი

2019/20 - 23 გოლი, 12 ასისტი

2020/21 - 25 გოლი, 4 ასისტი

გვახსოვდეს ისიც, რომ მო ღიად გამოხატავს ესპანეთში თამაშის სურვილს.

2.ჰარი კეინი

გოლ-ასისტების თემაში, ჰარი მესის ყველაზე მეტად გაუწევს კონკურენციას.

ამ მომენტისთვის, ინგლისელის როლი ნამდვილად წააგავს "ლა პულგას" როლს.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, კეინის ანგარიშზე 17 გოლი და 13 საგოლე პასია.

რა თქმა უნდა, "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობის ამ ტრანსფერზე დათანხმება ძალიან რთული იქნება, მაგრამ თუ ვინმე მესის ამ ორ ასპექტში სრულყოფილად ჩაანაცვლებს, ეს სწორედ ჰარი უნდა იყოს.

3.ერლინგ ჰოლანდი

კეინისა და სალაჰისგან განსხვავებით, ოთხეულის დანარჩენი ორი მონაწილე მესის ნაკლებად ჰგავს.

მიუხედავად ამისა, ერლინგს შეუძლია, რომ ასისტებში თავისი კოჭლობა, გოლების გაორმაგებული რაოდენობით დააბალანსოს.

20 წლის ნორვეგიელი უკვე ატერორებს ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგას. ვინც არ უნდა წაიყვანოს იგი "ბორუსიადან", აშკარაა, რომ თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ჩაიგდებს ხელში.

ყველაზე დიდ პრობლემას ის ქმნის, რომ დორტმუნდელები ერლინგში ძალიან დიდ თანხას მოითხოვენ. 

4.რომელუ ლუკაკუ

ბოლო ფეხბურთელი, ვინც "ბარსაში" შეიძლება ლეოს ადგილი დაიკავოს, რომელუ ლუკაკუა.

ბელგიელი მილანის "ინტერში" 2019 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედიდან", 66 მილიონ ფუნტად გადაბარგდა.

"ნერაძურიში" მისვლიდან მოყოლებული, ლუკაკუ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად იქცა:

2019/20 - 34 გოლი, 6 ასისტი

2020/21 - 25 გოლი, 7 ასისტი

იტალიური პრესის თანახმად, მილანური გრანდი რომელუში 120 მილიონ ევროს მოითხოვს, რაც მას ამ ოთხეულის ყველაზე იაფ წევრად აქცევს.

 

2 კვირის წინ
6276 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ