როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ცნობილმა ჟურნალისტმა ხერარდ რომერომ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მინო რაიოლა და ჰოლანდის მამა სოლიდურ ბონუსებსა და ერლინგისთვის საკმაოდ დიდ ანაზღაურებას ითხოვენ.
ამ ფაქტს, თავად მინო სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და ინფორმაციას ყალბი უწოდა.
ამის შემდეგ კი რომერომ Twitch-ის პირდაპირ ეთერში რაიოლას დაურეკა.
რომერო: "ამბობ, რომ ჩემი ინფორმაცია ყალბია. რაშია საქმე?"
რიაოა: "გიჟი ხარ. შეწყვიტე ჩემთან დარეკვა. ახლა ის დრო არ არის, როცა ვინმეს უნდა ურეკავდე."
ასე რომ, როგორც ჩანს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიაანი აგენტი რომეროს მიერ გავრცელებულმა ცნობებმა ძალიან გააბრაზა.