სამწუხარო ამბავი - მესის 110 დღიანი სერია დასრულდა

სამწუხარო ამბავი - მესის 110 დღიანი სერია დასრულდა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" გუშინ ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩი გამართა და შინ "ვალიადოლიდი", ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ "ბლაუგრანას" კაპიტანი, ლიონელ მესი დაასახელეს, მას წუხელ არც გოლი გაუტანია, და არც ასისტი გაუკეთებია.

საინტერესოა, რომ გუშინდლამდე, ლეოს ზედიზედ 16 ისეთი მატჩი ჰქონდა, როცა მის აქტივში გოლი ან ასისტი აუცილებლად ეწერა და ეს სერია 110 დღეს ითვლიდა.

ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს გუშინდელი წარუმატებლობის გამოსწორება შაბათს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შეეძლება.

1 კვირის წინ
6045 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 723
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ