როგორც იცით, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდთან" გუშინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და სასიცოცხლოდ აუცილებელი 3 ქულა აიღო.
"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" გოლი ბოლო წუთზე შეაგდეს და ნათელია, რომ შეხვედრის უკანასკნელი წუთები მასირებულ იერიშებში გაატარეს.
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა გრაფიკული აღწერა იმისა, თუ როგორ გადააწყო "ბარსას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა გუნდი გადამწყვეტ მომენტში:
როგორც ხედავთ, კატალონიელები 3:4:3 ტაქტიკიდან 3:3:1 განლაგებაზე გადაერთვნენ, რაც გაცილებით შემტევ წყობას წარმოადგენს. შედეგმა კი გვაჩვენა, რომ ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა.