როგორც მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად გაცხადდა, რომ მადრიდის "რეალის" ფრანგ მცველს, რაფაელ ვარანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსი" ამ წუთებში ჩემპიონთა ლიგის მატჩს ატარებს და "ლივერპულსაც" ამარცხებს, Tribuna.com-ზე შიშობენ, ვარანის კოვიდინფიცირებულობამ "კლასიკოს" ჩატარება არ დააყენოს საფრთხის ქვეშ.
ნათელია, რომ 25 წლის უკანახაზელს თავის თანაგუნდელებთან კონტაქტი ექნებოდა და იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში "თეთრებში" კიდევ გამოვლინდა ვირუსის შემთხვევები, არ გამოვრიცხოთ, დიდი დაპირისპირება გადაიდოს.
დღევანდელმა ტესტებმა აჩვენეს, რომ გუნდი მერსესაიდულ გუნდთან ჯახისთვის მზად იყო, თუმცა ეს ჯერ ყველაფრის გარანტია არაა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდულ-კატალონიური ჯახი 10 აპრილს უნდა გაიმართოს.