"ბარსელონაში" ნეიმარი აღარ სურთ - რა გეგმა აქვს კლუბს

"ბარსელონაში" ნეიმარი აღარ სურთ - რა გეგმა აქვს კლუბს

"ბარსელონაში" ნეიმარ ჟუნიორის დაბრუნებას არ განიხილავენ, - იტყობინება Sport.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა მთელ ძალისხმევას ტოპ კლასის ცენტრფორვარდის ყიდვისკენ მიმართავს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდია, თუმცა გეგმა B-დ ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესიც განიხილებიან.

რაც შეეხება 29 წლის ბრაზილიელს, მისი ტრანსფერი მხოლოდ 2022 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსითაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობების მიხედვით, ნეი "კამპ ნოუზე" დაბრუნებაზე ისევ ფიქრობს.

1 კვირის წინ
1374 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ