"მე ეს მირჩევნია" - დე იონგის გზავნილი კუმანს

"მე ეს მირჩევნია" - დე იონგის გზავნილი კუმანს

"ვალიადოლიდთან" მოგებული მატჩის შემდეგ, ფრენკი დე იონგმა Marca-ს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო განცხადებაც გააკეთა.

"თამაში ნახევარდაცვის ცენტრში მირჩევნია, თუმცა თუ გუნდისთვის უკეთესია, რომ დაცვაში ან სხვა ნებისმიერ ადგილზე ვიდგე, მაშინ ამას გავაკეთებ.

დღეს სისტემა შევცვალეთ და ბევრ პოზიციაზე მომიწია ყოფნა." - ბრძანა ნიდერლანდელმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა დე იონგმა დაცვის ცენტრში დაიწყო და წინ მხოლო მაშინ წაიწია, როცა მოედანზე რონალდ არაუხო შემოვიდა.

ფრენკის წინ წაწევამ ნამდვილად გაამართლა, რადგან უსმან დემბელეს მიერ ბოლო წამზე გატანილი გოლი სწორედ მის ჩაწოდებას მოყვა.

1 კვირის წინ
2691 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ