2 წლის და 10 თვის წინ
როკე "ბარსას" პრე-სეზონზე, შესაძლოა, დააკლდეს - მიზეზი ცნობილია
ავტორი
Aa
უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ კატალონიის "ბარსელონამ" "ატლეტიკო პარანაენსედან" ვიქტორ როკე დაიმატა.
18 წლის მოთამაშესთან დაკავშირებით ახალ ცნობებს გამოცემა "Sport"-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი შემტევი "ბლაუგრანას", შესაძლოა, პრე-სეზონზე დააკლდეს.
როგორც ირკვევა, სანამ "ბლაუგრანა" ფეხბურთელს ოფიციალურად არ დაარეგისტრირებს, იგი ბარსელონაში ჩაფრენას ვერ მოახერხებს.
სწორედ ამიტომ, არის შანსი, რომ როკე ამხანაგურ მატჩებში ვერ ვიხილოთ.
ცნობისთვის, "ბარსა" პრე-სეზონის თამაშებს "იუვენტუსის", "არსენალის", "რეალისა" და "მილანის" წინააღმდეგ გამართავს.
Facebook კომენტარები