რატომ დაკიდა კუმანმა მბაპეს ფოტო "ბარსელონას" გასახდელში

რატომ დაკიდა კუმანმა მბაპეს ფოტო "ბარსელონას" გასახდელში

"ბარსელონას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა "ბარსა" - "პსჟ-ს" მატჩამდე, გუნდის გასახდელში კილიან მბაპეს ფოტო გამოაკრა, - იტყობინება L'Equipe.

წყაროს თანახმად, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ახალგაზრდა შემტევი "ბლაუგრანას' ნომერ პირველ მტრად შერაცხა და ამით ფეხბურთელების მოტივირება სცადა.

როგორც შემდგომში გამოჩნდა, ამან "ლურჯ-ბროწეულისფერებზე" უარყოფითი ეფექტი იქონია, რადგან მათ კილიანს ვერაფერი დაუპირისპირეს და "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში (1:4) მისგან ჰეთთრიქი მიიღეს.

მბაპემ კატალონიური გრანდის კარი პარიზში ჩატარებულ შეხვედრაშიც აიღო, თუმცა იქ "მხოლოდ" 1 გოლით შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ ჟერმენი" დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპს დაიწყებს და მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

1 კვირის წინ
735 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ