კოუტინიოს ტრავმა "ბარსელონას" 17 მილიონ ფუნტს აზოგვინებს

კოუტინიოს ტრავმა "ბარსელონას" 17 მილიონ ფუნტს აზოგვინებს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ რამდენიმე დღის წინ მორიგი ოპერაცია ჩაიტარა, რამაც ის ფეხბურთს ივლისამდე ჩამოაშორა.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია ისიც, რომ "ბლაუგრანა" 28 წლის ფეხბურთელს მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე გაუშვებს.

მაშასადამდე, ფილმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით თავისი უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა და ეს 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, "ეიბარის" წინააღმდეგ მოხდა.

საინტერესოა, რომ კოუტინიოს თავს დატრიალებული მოვლენები კატალონიურ გრანდს 17 მილიონ ფუნტს დააზოგინებს.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ბრაზილიელი "ბარსას" რიგებში 100 მატჩში მიიღებდა მონაწილეობას, კლუბს "ლივერპულისთვის" ბონუსის სახით სწორედ ეს თანხა ექნებოდა გადასახდელი.

კოუს 100-იან ნიშნულამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრა უკლია, რაც ნიშნავს, რომ "ბარსელონას" ბიუჯეტს ამ ხარჯის გაწევა აღარ მოუწევს.

1 კვირის წინ
710 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ