"კუმანი მისი დიდი გულშემატკივარია" - ფაბრიციო რომანო

"კუმანი მისი დიდი გულშემატკივარია" - ფაბრიციო რომანო

კატალონიის "ბარსელონასთან" არაერთ მოთამაშეს აკავშირებენ. მათ შორის არის "ლივერპულის" ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი,  რომლის შესახებაც მედიაში აქტიურად იწერება.

ამჯერად საინტერესო ცნობებს გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გვაწვდის.

მისი თქმით, რონალდ კუმანი ვეინალდუმის დიდი გულშემატკივარია, თუმცა ამ მომენტისთვის მხარეებს შორის არანაირი შეთანხმება არ არის.

რომანო აქვე დასძენს, რომ "ლივერპულმა" მას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა იგივე ანაზღაურებით, თუმცა ნიდერლანდელს გადაყვეტილება ჯერ არ მიუღია.

1 კვირის წინ
319 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ