როგორია "რეალის" სტატისტიკა "ბარსასთან" რამოსის გარეშე

როგორია "რეალის" სტატისტიკა "ბარსასთან" რამოსის გარეშე

როგორც მოგეხსენებათ, ლალიგის 30-ე ტურში მადრიდის "რეალი" დი სტეფანის სახელობის მოედანზე კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩს ტრავმის გამო სერხიო რამოსი გამოტოვებს, რის გამოც ბევრი ქომაგი ფავორიტად "ბარსას" თვლის.

აღნიშნულ მოსაზრებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ "ბლანკოსს" რამოსის გარეშე "ბლაუგრანა" ერთხელაც არ ყავს დამარცხებული.

ასეთი შემთხვევა სულ ორჯერ დაფიქსირდა და ორივე შემთხვევაში შეხვედრა ფრედ დასრულდა.

  • 2010/11 - ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი (1-1)
  • 2012/13 - ესპანეთის თასის ნახევრაფინალის პირველი მატჩი (1-1)

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" შაბათს, 23:00 საათზე გაიმართება.

1 კვირის წინ
389 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ