"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი ნეიმარ ჟუნიორი გასულ დღეებში "ბარსელონასთან" არაერთხელ დააკავშირეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალ და ამავდროულად მოულოდნელ ინფორმაციას "Mundo Deportivo" ავრცელებს.
პარიზელები ნეიმართან ახალ კონტრაქტზე მუშაობენ, ისევე როგორც კატალონიელები დემბელესთან, თუმცა თუ "პსჟ"-მ ბრაზილიელთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, ფრანგული გუნდი შეიძლება მისი დემბელეში გაცვლით დაინტერესდეს.
უსმანთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ბევრი იწერება. როგორც ირკვევა, თუ "ბარსამ" ფრანგთან წელს კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ მოახერხა, კლუბი ფრანგის გაყიდვაზე სერიოზულად დაფიქრდება, რათა 2022-ში მისი უფასოდ გაშვება თავიდან აირიდოს.