რატომ გადაიფიქრა "ბარსელონამ" დე ბრუინისთვის ბრძოლა

რატომ გადაიფიქრა "ბარსელონამ" დე ბრუინისთვის ბრძოლა

"ბარსელონამ" კევინ დე ბრუინის ტრანსფერის შესაძლებლობები გამოიკვლია, თუმცა ამაოდ, - იტყობინება Time Sports.

"მანჩესტერ სიტისადმი" მიძღვნილი არხი, City Xtra გვამცნობს, რომ ბელგიელისთვის ბრძოლაში ჩაბმა "ბლაუგრანას" პანდემიამ გადააფიქრებინა.

მოგეხსენებათ, რომ კოვიდკრიზისმა კატალონიურ გრანდს უდიდესი ზიანი მიაყენა და ახლა მათი ვალი მილიარდ ევროს აღემატება.

ცნობისთვის, კევინს "ლურჯ-ბროწეულისფერებს" გამუდმებით უკავშირებდნენ, თუმცა გუშინ მან "ქალაქელებთან" ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში, ბელგიელმა მანჩესტერულ გრანდს 8 გოლი და 16 ასისტი შესძინა.

1 კვირის წინ
390 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 723
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ