"ვეცდებით, "კლასიკოში" 3 ქულა ავიღოთ" - პედრის ვრცელი ინტერვიუ

"ვეცდებით, "კლასიკოში" 3 ქულა ავიღოთ" - პედრის ვრცელი ინტერვიუ

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა კლუბის ოფიციალურ მედიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მოახლოებულ "კლასიკოსაც" შეეხო და სხვა თემებიც მიმოიხილა:

"კლასიკოში" ყველაფერი თანაბრდება. გამარჯვება ნებისმიერ გუნდს შეუძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ამიტომაც აქვს ფანებისთვის ესოდენ დიდი ფასი."

"როგორც მაყურებელს, "კლასიკო" ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ახლა კი ამას ფეხბურთელის რანგში გამოვცდი. ვეცდებით, 3 ქულა ავიღოთ, რაც ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება."

"კამპ ნოუზე" ჩატარებული მატჩი განსაკუთრებული იყო. გამიმართლა, რომ ჩემმა ოჯახმა შეძლო მასზე დასწრება."

"ეს არის დაპირისპირება, რომელიც ხშირად გვინახავს საოჯახო სადილზე. "ნოუ კამპზე" წასვლა და თამაში საოცარი გრძნობაა."

"ისევე, როგორც ყველა, ესეც ძალიან რთული "კლასიკო" იქნება. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, მაგრამ თუ 3 ქულის მოპოვება გვსურს, საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. ამაზე ბოლომდე ვართ ფოკუსირებულნი."

"მადრიდელებს მაღალი დონის ფეხბურთელები არ აკლიათ; განსაკუთრებით, ნახევარდაცვის ცენტრში. ბენზემაც ბრწყინვალე მოთამაშეა. ჩვენი მიზანი იქნება, რომ შეხვედრა საკუთარი სურვილისამებრ წარვმართოთ."

"ნაადრევად არცერთი ტიტულისთვის ბრძოლას შევწყვეტთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. გვინდა, მატჩების მოგება გავაგრძელოთ, რაც დიდ შანსს მოგვცემს. მთავარია ის, რომ ზედიზედ გამარჯვებები დავაგროვოთ და მეტოქეებისკან ქულების დაკარგვას დაველოდოთ."

"ვიმედოვნებ, წუთებს ისევ მივიღებ. დასახვეწი კიდევ ბევრი მაქვს, გამორჩეულად, ფიზმომზადებაში. ამაზე ვმუშაობ. მინდა, მაქსიმალური სიამოვნება მივიღო საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით თამაშით."

"ბარსაში" ბევრი ახალგაზრდა მოდის. ჩვენ ცივი გონებით აზროვნება და საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად ყოველდღიური ბრძოლა გვჭირდება. თუ ბევრს ვიმუშავებთ, წინ ნათელი მომავალი გველის."

"ჩემი ოცნებაა, რომ "ბარსელონასთან" ერთად პირველი ტიტული მოვიგო. ასევე კარგი იქნებოდა ეროვნულ ნაკრებში წარმატებაც."

1 კვირის წინ
291 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 723
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ