1 წლის და 10 თვის წინ
არაუხოს ტრანსფერი შეჩერებულია - "ბარსელონა" ფიფას ელოდება
არაუხოს ტრანსფერი შეჩერებულია - "ბარსელონა" ფიფას ელოდება

"ბარსელონას" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "ლოს ანჯელეს გელექსის" მარჯვენა მცველი ხულიან არაუხო უნდა დაემატებინა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

გარიგების ჩაშლის მიზეზად კატალონიელთა მიერ დოკუმენტების გვიან გაგზავნა სახელდება. ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" წუთზე ნაკლები დროით დაიგვიანა.

ხუანმარტიც და Mundo Deportivo-ც იუწყებიან, რომ "ბარსამ" საქმე ფიფაში წაიღო, რათა მათთვის აეხსნა, რამ გამოიწვია ეს ყოველივე.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" ახლა ფიფას პასუხს ელოდებიან, რათა გაიგონ, მიეცემათ თუ არა 21 წლის მექსიკელის გაფორმება.

როცა დოკუმენტები დროულადაა გაფორმებული და ამის დამამტკიცებელი საბუთიც არსებობს, ფიფა კლუბებს ტრანსფერის დადასტურების ნებას აძლევს ხოლმე. უბრალოდ, "ბარსას" საპატიო მიზეზის წარდგენა დასჭირდება, რომელმაც ნათელი უნდა გახადოს, რატომ დაგვიანდა საბუთების გაგზავნა.

შეგახსენებთ, რომ არაუხოს "ბარსელონა" სარეზერვო გუნდში ჩარიცხავს, თუმცა არაა გამორიცხული, მას ძირითად გუნდში თამაშის შანსიც მიეცეს ხოლმე.


Facebook კომენტარები