"ბარსელონამ" დღეს ოფიციალურად დაადასტურა ზაგრების "კუსტოშიადან" 18 წლის მცველის, მიკაილ ფაის დამატება.
ახალგაზრდა უკანახაზელმა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი "ბარსა ატლეტიკს" შეუერთდება.
Tribuna.com-მა შემოგვთავაზა 4 საინტერესო ფაქტი მიკაილის შესახებ:
1. მისი ზედმეტსახელია "მონსტრი"
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფაი 15 წლის იყო, მან სენეგალის 17-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. მიკაილის ფიზიკური მონაცემები მაშინათვე აღტაცებას იწვევდა.
ახალგაზრდის სიმაღლე 1.86 მეტრია, რაც მცველისთვის საშუალოზე დაბალ მონაცემად ითვლება, თუმცა ეს მას ათლეტურობაში ხელს არ უშლის.
2. შთამბეჭდავია მისი ტექნიკაც
ფაის ბურთთან მოპყრობის უნარი ნამდვილად იმსახურებს დაფასებას.
საჭიროების შემთხვევაში, მიკაილს მარცხენა მცველადაც შეუძლია თამაში.
3. მან ბრწყინვალედ ჩაატარა მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატი
2019 წელს, ნიდერლანდების, აშშ-სა და იაპონიის კომპანიაში, სენეგალის ნაკრებს ჯგუფში ჩარჩენას უწინასწარმეტყველებდნენ.
მიკაილის ლიდერობით, სენეგალელებმა დაცვაში შესაშურად ითამაშეს, სულ 3 გოლი გაუშვეს და პლეი ოფში მე-2 ადგილით გავიდნენნ.
4. მისი აგენტი წარმოადგენს ცნობილ ფეხბურთელებს
მაგალითისთვის, ფაის აგენტი თანამშრომლობს დანი ოლმოსა და ალვარო მორატასთან.