logo

"ბარსელონა" "რეალის" ყოფილ ფეხბურთელთან ახლოს იყო

"ბარსელონა" "რეალის" ყოფილ ფეხბურთელთან ახლოს იყო

"ბარსელონას" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ხორდი მესტრე, Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში კატალონიურ კლუბში მოღვაწეობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ "ბლაუგრანა" 2019 წლის ზამთარში ალვარტო მორატას შეძენას ცდილობდა.

მესტრეს თქმით, ტრანსფერი რამდენიმე მიზეზის გამო ჩაიშალა. პირველ რიგში, თავად ფეხბურთელი არ მოისურვებდა სათადარიგო სკამზე ჯდომას "ბარსელონაში"; სიტუაცია აირეოდა. თავად კლუბი კი ფრთხილობდა მაღალი თანხის გადახდას.

შეგახსენებთ, რომ საბოლოოდ "ბლაუგრანამ" იმ სატრანსფერო ფანჯარაზე კევინ-პრინს ბოატენდი დაიმატა, რომელიც ზაფხულამდე დარჩა კლუბში და მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


1 კვირის წინ
339 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 377
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ