2 წლის და 9 თვის წინ
გავის უსტვინეს - ესპანელი ფანების უღირსი საქციელი
გავის უსტვინეს - ესპანელი ფანების უღირსი საქციელი

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ თავის გულშემატკივარს ერთა ლიგის თასი წარუდგინა. საზეიმო ცერემონია მადრიდში შედგა.

სხვა ფეხბურთელების მსგავსად, სიტყვით "ბარსელონას" ნახევარმცველი, პაბლო გავიც გამოვიდა.

"შუადღე მშვიდობისა ყველას. მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს, ეროვნული გუნდის ყველა გულშემატკივარს. თქვენს გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა.

ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. ესპანეთი მარად!" - თქვა 18 წლის ვარსკვლავმა.

გავის სამადლობელი სიტყვისას, "რეალის" ზოგიერთმა გულშემატკივარმა სტვენა დაიწყო, რაც მარტივად შესამჩნევი გახლდთ. გაისმა Puta Barca-ს ცნობილი შეძახილიც.

რა თქმა უნდა, "ფურია როხას" ფანების ასეთი დახვედრით პაბლო გულნატკენი დარჩა.


Facebook კომენტარები