"ბარსელონა" დანებდა - რომელ სამიზნეს შეეშვნენ კატალონიელები

"ბარსელონა" დანებდა - რომელ სამიზნეს შეეშვნენ კატალონიელები

Corriere della Sera-ს თანახმად, "ბარსელონა" მილანის "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესისთვის აღარ იბრძოლებს.

როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" გააცნობიერეს, რომ არგენტინელის დამატებას ვერ მოახერხებენ.

23 წლის შემტევი ფენომენალურ სეზონს ატარებს და ნათელია, რომ "ნერაძური" მას იოლად აღარ შეელევა. თანაც, მილანელები სერია ა-ს ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში არიან და ნაკლებსავარაუდოა, რომ ზაფხულში მათ ლიდერები დათმონ.

"ბლაუგრანა" ლაუტაროთი 2020/21 წლების სეზონის დაწყებამდეც ინტერესდებოდა, თუმცა "ინტერის" მიერ მოთხოვნილი 100 მილიონი ევრო კატალონიური გრანდისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.

იმ ფონზე, რომ "ბარსა" ფინანსურად ახლა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია და ლოგიკურად, მარტინესის ფასიც უნდა გაზრდილიყო, ტრანსფერის ალბათობა ნულამდე დაეცა. 

მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში, 17 გოლი და 9 ასისტია.

 

3 კვირის წინ
4373 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1038
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ